ტაილანდის ყურეში ტაილანდის ფლოტის ხომალდი „სუკხოტაი“ ჩაიძირა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვირას ღამე გემის მართვის სისტემა დაიტბორა, რის შემდეგაც ხომალდი გადაბრუნდა და ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა 75 ადამიანი გადაარჩინეს, 31 მეზღვაური კი ამ დრომდე დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ამასთან დაწყებულია გამოძიება კატასტროფის მიზეზების დასადგენად.
„სუკჰოტაი“ ტაილანდის ფლოტისთვის აშშ-ში, 1980-იან წლებში აშენდა.