ზელენსკი: რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ

ზელენსკი: რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ.

„რისი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ მოსკოვიდან რაკეტების თაყვანისმცემლებს, ეს მაინც არ შეცვლის ძალთა ბალანსს ამ ომში. მათ რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ. ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა, რომ ამ დარტყმების შემდეგაც დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

16 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ელექტროენერგიის ცხრა ობიექტი დაზიანდა.