ევროკავშირის ლიდერები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ბოსნია და ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი. ეს ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ გაატაროს რეფორმები“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ უკრაინაში ომის შედეგად შექმნილი არასტაბილურობა შეიძლება გავრცელდეს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვესმის ბოსნია და ჰერცეგოვინას და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის წინაშე მდგარი გამოწვევები“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა.