სტამბოლში ქალაქის მოქმედი მერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სტამბოლში ქალაქის მოქმედი მერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სტამბოლში ქალაქის მოქმედი მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მას ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ათასობით ადამიანი სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბა. დემონსტრანტებმა სასამართლოს მიერ ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტი გააპროტესტეს. აქტივისტებმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პორტრეტი გამოფინეს და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს.

ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იმამოღლუს მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.