ანდრია გვიდიანი: საზოგადოებამ გუშინდელ კადრებში კარგად ნახა, რომ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს ისეთი, რაც წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან ან თუნდაც სხვა ბრალდებებთან არის დაკავშირებული

ანდრია გვიდიანი: საზოგადოებამ გუშინდელ კადრებში კარგად ნახა, რომ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს ისეთი, რაც წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან ან თუნდაც სხვა ბრალდებებთან არის დაკავშირებული

რა თქმა უნდა, საზოგადოებას აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ეს საკითხი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ექსპერტმა. ანდრია გვიდიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის, მისი წარმომადგენლების, ნაცმოძრაობის, მათი პარტიული ტელევიზიების, სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციის მხრიდან კეთდება სპეულაციური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სახელმწიფო სააკაშვილს აწამებს, არაადამიანურად ექცევა, ერთის მხრივ, კადრების გავრცელება შეიძლება იყოს თავდაცვის საშუალება, რომ ასეთ ქმედებებს არა აქვს ადგილი და მეორეს მხრივ, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რა ხდება სააკაშვილის ირგვლივ. ის აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებები, რომელიც სახელმწიფოს მისამართით ისმის, ვფიქრობ, უნდა განეიტრალდეს. არაერთხელ, მათ შორის წინა გავრცელებული კადრებიდან გამოჩნდა, რომ, ეს ადამიანები და სააკაშვილი აბსოლუტურად ტყუილზე აგებს პიარ-კამპანიას. საზოგადოებამ გუშინდელ კადრებში კარგად ნახა, რომ ამ ადამიანს არაფერი არ სჭირს ისეთი, რაც წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან ან თუნდაც სხვა ბრალდებებთან არის დაკავშირებული. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივზე მეტად პრივილეგირებული პატიმარი“, - განაცხადა გვიდიანმა.