ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის არასამართლიანი და ტენდენციური რეზოლუცია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ვინც ამას მხარი დაუჭირა, მას საქართველოში არსებული რეალობის აღქმა აბსოლუტურად დაკარგული აქვს

ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის არასამართლიანი და ტენდენციური რეზოლუცია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ვინც ამას მხარი დაუჭირა, მას საქართველოში არსებული რეალობის აღქმა აბსოლუტურად დაკარგული აქვს

თვითონ ეს დოკუმენტი იმდენად არასერიოზული და კომიკურია, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. დოკუმენტი, რომელსაც თავისმა ინიციატორმა საბოლოოდ მხარი არ დაუჭირა, ამ დოკუმენტში რაც არ უნდა ეწეროს, ეს ხომ კომიკურია, კომედიაა, სასწაული მოხდა. ასეთი რამ ალბათ ევროპარლამენტის ისტორიაში არც არსებობს, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პარლამენტარებს, რომლებმაც ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს, საქართველოში არსებული რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული.

„სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ევროპარლამენტში სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად ლობისტური საქმიანობის განხორციელება. ჩვენ ვნახეთ კორუფციული ფაქტები, რაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უკავშირდება, როდესაც ევროპარლამენტარის ვიცე-პრეზიდენტის დონეზე არის დადასტურებული კორუფცია და როდესაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დონეზე სისხლის სამართლის საქმეები იღძვრება კორუფციის ბრალდებით, წარმოიდგინეთ, კუბილიუსების ფოტიგების, რასების და სხვა წვრილფეხობის მიმართ რა მასშტაბის კორუფციაზე შეიძლება გვქონდეს ლაპარაკი. იქ კუბილიუსების და მსგავსი ტიპის ევროპალრამნეტარების მოსყიდვას არაფერი უნდა და ღიად, დღისით, მზისით დაიქირავეს ლობისტური კომპანია, რომლის მთავარი მიზანი არის თითქოს არის ის, რომ მედიასივრცეში მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელება, თუმცა, რასაკვირველია, აქ მოიაზრება ის ლობისტური პროცესები, რომელიც ამ განცხადებებს უკავშირდება. მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ რომელიმე ევროპარლამენტს არ სძინავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს, ქვეყნის შიგნით ან გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი და ბიძინა ივანიშვილი არის დასასანქცირებელი. როდესაც ეს ორი ფრაზა ერთმანეთის გასწვრივ წერია ერთ დოკუმენტში, ამ დოკუმენტზე სერიოზულად მსჯელობაც არ შეიძლება. ეს არის სისულელე, რომელსაც პირველ რიგში საქართველოს საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს. ეს არის არასამართლიანი, ტენდენციური, სუბიექტური რეზოლუცია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს, აბსოლუტურად აქვთ დაკარგული საქართველოში არსებული რეალობის აღქმა“, - განაცხადა გვიდიანმა.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მხარი თავად ანგარიშის ავტორმა და მომხსენებელმა არ დაუჭირა. სვენ მიქსერმა კენჭისყრაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. სანქციების შესახებ შესწორებებს კი ხმა წინააღმდეგ მისცა. სანქციების ჩანაწერს წინააღმდეგ ხმა მისცეს „მწვანეებმაც“ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი განმარტავს რომ ზოგიერთმა ცვლილებამ ტექსტის საბოლოო ვარიანტში ბალანსის პრინციპი დაარღვია.