მამუკა მდინარაძე: ქვეყანაში მინიმუმ სამი ტელევიზიისთვის და მეორე ადგილზე მყოფი პარტიისთვის იმ კაცის სიტყვაა კანონი, რომელიც გუშინ კადრებში ვნახეთ, ამ ადამიანს ეტრფიან და აბელადებენ

მამუკა მდინარაძე: ქვეყანაში მინიმუმ სამი ტელევიზიისთვის და მეორე ადგილზე მყოფი პარტიისთვის იმ კაცის სიტყვაა კანონი, რომელიც გუშინ კადრებში ვნახეთ, ამ ადამიანს ეტრფიან და აბელადებენ

არანაირი კრიზისი არ შეიქმნება, კრიზისი აქვთ პარტიაში და ამას გლოვობენ ახლა. საპარლამენტო საქმიანობაში არც ადრე ყოფილა და არც ახლა შეიქმნება კრიზისი, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტში იმის გარდა, რაც ასე ყვითლად ვრცელდება ხოლმე გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან, ხდება უამრავი პოზიტიური რამ და სამწუხაროდ სივრცე აღარ რჩება ხოლმე იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ პოზიტიურ ამბებზე ველაპარაკოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - შეიქმნება თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში კრიზისი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მანდატებს დატოვებენ.

„ლიდერი ვინ ჰყავთ, ესეც ძალიან კარგად ჩანს, ამ ლიდერს ემსახურებიან, რომელიც ჩვენ ვნახეთ კადრებში, ეტრფიან, აბელადებენ და მისი სიტყვა კანონია ამ ქვეყანაში მინიმუმ სამი ტელევიზიისთვის და მეორე ადგილზე მყოფი პარტიისთვის. რა რეალობაში ვართ წარმოგიდგენიათ? რამდენი ადამიანი გვწერდა გუშინ, რომ ეს კაცი იყო 9 წელი პრეზიდენტი ამ ქვეყნის და ეს კაცია დღემდე ლიდერი რიგით მეორე პარტიის. წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემა გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.