აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ხელის მოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები და ასევე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამ კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფს ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.
კანონი აშშ-ის ფედერალურ მთავრობასა და შტატებს საშუალებას მისცემს აღიაროს ერთნაირსქესიანთა და რასებსშორისი ქორწინება, რომლებიც იმ შტატებში გაფორმდა, სადაც ეს ლეგალურია.