თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი გააფრთხილა, რომ თურქულ რაკეტებს ათენამდე მიღწევა შეუძლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ახლა ჩვენ საკუთარი რაკეტების წარმოება დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ეს [რაკეტების წარმოება] ბერძნებს აშინებს. როდესაც ამბობ „ტაიფუნს“ [თურქეთის მიერ შემუშავებული მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა], ბერძენი შეშინდება და იტყვის: „ათენს დაარტყამს“. რა თქმა უნდა, ასე იქნება“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„თუ მშვიდად არ იქნებით, თუ შეეცდებით იყიდოთ შეიარაღება, ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, არ იქნება დამკვირვებლის როლში. მან რაღაც უნდა მოიმოქმედოს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის ზღვის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა „ადგილზე აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს“.
4 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა.