Politico: კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ბრიუსელის პოლიციამ ევროპარლამენტის ოფისებში მორიგი ჩხრეკა ჩაატარა

Politico: კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ბრიუსელის პოლიციამ ევროპარლამენტის ოფისებში მორიგი ჩხრეკა ჩაატარა

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ბრრიუსელის პოლიციამ 12 დეკემბერს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ჩხრეკის ახალი სერია დაიწყო. ამის შესახებ Politico წერს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 19 საცხოვრებელი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს. მათ შორის ევროპარლამენტის ოფისები. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაპატიმრებული, მათგან 4 ამ დრომდე დაკავებულია.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ 3 სხვადასახვა ადგილას ასობით ათასი ევრო ამოიღეს: 600 000 ევრო ერთ-ერთ ეჭვმიტანილის სახლიდან, რამდენიმე ათასი ევრო ბრიუსელის ერთ-ერთი სასტუმროდან და 150 000 ევრო ერთ-ერთი ევროპარლამენტის ბინიდან.

ამასთან, უწყების ცნობით, 4 ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარდგება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.