ერდოღანმა პუტინს შესთავაზა, „მარცვლეულის დერეფანი“ სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზეც გავრცელდეს

ერდოღანმა პუტინს შესთავაზა, „მარცვლეულის დერეფანი“ სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზეც გავრცელდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში გამოვიდა ინიციატივით, თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ Anadolu წერს.

ერდოღანის განცხადებით, „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 13 მილიონი ტონა ტვირთი ჩავიდა.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევებს იმისათვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობთ, 22 ივლისს მიაღწიეს. 19 ნოემბერს შეთანხმება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.