შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მრჩევლები პოლიტიკურ საკითხებში ბჯორნ კუენე და ემანუელ ანკეტილი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული დიალოგი ევროკავშირთან და ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ბორდერიზაციის პრობლემას.