პაეტი ადასტურებს საქართველოს ოცნებას ევროპული ინტეგრაცის შესახებ

პაეტი ადასტურებს საქართველოს ოცნებას ევროპული ინტეგრაცის შესახებ

საქართველოში პირველი ვიზიტის დროს ურმას პაეტმა პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა დაადასტურა

შავი ზღვის ქალაქ ბათუმში ივანიშვილთან და პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრებზე პაეტმა ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეფორმების პროცესის გაგრძელება“,- განაცხადა მან.

პაეტმა აღნიშნა, რომ ესტონეთი განიხილავს საქართველოს სპეციფიურ შედეგებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაზე ვილნიუსში, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ინიცირებას, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმების დადებას და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში პროგრესს“ -დასძინა მან.

პაეტმა საქართველოს ესტონეთისთვის მთავარი პრიორიტეტული ქვეყანა უწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობდა ორმხრივი მოლაპარაკებების გაზრდის შესაძლებლობა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მოვაწერთ ხელს შეთანხმებას საქართველოსთან ინვესტიციების დაცვის შესახებ, რომელიც ბიზნეს საზოგადოების დაცულობის შეგრძნების გაზრდაში დაგვეხმარება“.

ორივე შეხვედრაზე პაეტმა თბილისში მიმდინარე შიდა მოვლენები და ოქტომბრის ბოლო კვირისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი განიხილა და ყველა პოლიტიკურ ძალას „პასუხისმგებლობით ქმედებისკენ“ მოუწოდა.

http://news.err.ee/politics/f45b83c1-7542-470c-a531-e07ebfd7ec0c