გერმანიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც დრეზდენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა

გერმანიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც დრეზდენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა

გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელმაც დრეზდენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ეჭვმიტანილმა ჯერ ადგილობრივი რადიოსადგურის შენობის მიმართულებით დაიწყო სროლა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც 2 მძევალი აიყვანა და ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა.

პოლიციელებმა სიტუაციის განმუხტვა, მძევლების უვნებლად გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება შეძლეს. სამართალდამცველებმა ასევე დაადასტურეს, რომ ერთ-ერთ ბინაში დაკავებულის 62 წლის დედის ცხედარი აღმოაჩინეს.ეჭვმიტანილის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.