ირანში სულ მცირე 24 დემონსტრანტს, ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც Deutsche Welle წერს, ირანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა Eternad-მა გამოაქვეყნა აქციის 25 მონაწილის სია, რომლებსაც „ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ადებათ ბრალი.
ისლამური კანონების თანახმდა, ეს ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სიაში ერთ-ერთია რეპერი, მოჰსენ შეკარი, რომელიც 8 დეკემბერს დასაჯეს.
რანში მასობრივი საპროტესტო აქციები 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
ირანის ხელისუფლებლის განცხადებით, საპროსტესტო აქციების განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა, არასამთავრობოების მტკიცებით კი, 2 დეკემბრის მონაცემებით, ირანში მოკლულია 496 ადამიანი, მათ შორის 64 არასრულწლოვანი. ამასთან, დაკავებულია 18 000-ზე მეტი დემონსტრანტი.