ყოფილ პოლიციელს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყოფილ პოლიციელს, რომელიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ABC იტყობინება.

ყოფილ პოლიციელ ჯეი კენგს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში თანამონაწილეობა ედებოდა ბრალად. ABC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჯეი კენგმა ბრალდების მხარესთან შეთანხმებას მიაღწია და ბრალდების ნაწილი აღიარა.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.

25 ივნისს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.