ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში, ირანის მორალის პოლიციის მიერ, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
„ეს ახალგაზრდა ქალები ახლა ქუჩაში არიან. მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, აღზრდილი უფრო მაღალი მოლოდინებით. მათ სასოწარკვეთილად სჭირდებათ ნორმალური ცხოვრება: კოლეჯში სიარული და უცხოეთში მოგზაურობა, ღირსეული სამუშაო, კანონის უზენაესობა, წვდომა Apple Store-ზე, მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკაში, სიტყვის თავისუფლება და უფლება, ჩაიცვან ის, რაც უნდათ“, - წერს გამოცემა.