ქობულეთში პოლიციის მიერ სამი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გააცნო. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა სამი ახალგაზრდა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობისთვის მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს.
სასამართლომ ისინი 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.