თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით:
„ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ სხვადასხვა სამინისტროებში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტები და საბჭოები გავაერთიანოთ ერთ სტრუქტურაში. მაგრამ, ის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელიც იქმნება და გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს, იქნება მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი. მათ მოუწევთ თანამშრომლობა ერთიანად თუ ცალ-ცალკე, სწორედ ამ დეპარტამენტთან და საბოლოო ჯამში ვეტერანებს ეყოლებათ პატრონი. ესაა მნიშვნელოვანი. 20 წლის განმავლობაში ვეტერანები იყვნენ უპატრონოდ. ახლა გამოუჩნდებათ პატრონი, ვისაც მოკითხავენ პასუხს და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვეტერანები და დეპარტამენტი ერთმანეთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრესატი ეყოლება ყველა მათ შეკითხვას და რაც მთავარია, მე ვთვლი, რომ ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მათთან მქონდა ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის კარგი გამოცდილება, მზად არის სწორად, ადამიანურად აღიქვას და განახორციელოს ის რაციონალური მოთხოვნები რაც აქვთ ვეტერანებს. ვეტერანებს ღირსება უნდა დავუბრუნოთ. ეს არის სწორი, სისტემური ნაბიჯი, რომელიც ამას შეძლებს.“