ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ქვედანაყოფების 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან ჩართულობაზეც.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭო დაჩქარებული ტემპით გაივლის ჩვენს მიმართვას. საქართველოში ვიზიტის დროს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფში ჩვენ, სავარაუდოდ, მივიღებთ მონაწილეობას. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი, როგორც წვლილის კუთხით, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კომპეტენციის აღიარების მხრივ. 2015 წლიდან ჩვენ გავხდებით ნატოს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის მონაწილეები“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.