დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ქონების გასხვისება და ქონების იპოთეკით დატვირთვა აუკრძალეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ჯოზეფ ქეის მოთხოვნის შემდეგ მიიღო. ქეი აცხადებს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ მას საერთაშორისო თაღლითი უწოდა და სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მიიღო. თბილისის საქალაქო სასამრთლოში for.ge-ს განუცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხება არა ქონების დაყადაღებას, არამედ ამ შემთხვევაში საუბარია გასხვისების უფლებისა და იპოთეკით დატვირის შეზღუდვაზე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატ გიორგი ვაშაძის სახლის დაყადაღების საკითხი მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული.
კოტე კუბლაშვილი ბიზნესმენ ჟოზეფ ქეისა და გიორგი ვაშაძეს შორის სასამართლო დავის საკითხზე კომენტარისგან თავს იაკავებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეის სარჩელის საფუძველზე სახლი დაუყადაღეს. როგორც for.ge-ს გიორგი ვაშაძემ განუცხადა ქეი მორალური ზიანის ასანაუზღაურებლად 50 ათას ლარს ითხოვს.
„მე ერთ-ერთ გამოსვლაში ქეის თაღლითი ვუწოდე, რაც ჯოზეფ ქეის სარჩელის საფუძველი გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავი შეფასება მის მიმართ მხოლოდ მე არ გამიკეთებია, თუმცა სწორედ ჩემი სახლი დააყადაღეს. თქვენ შეგიძლიათ ჩაატარაოთ გამოკითხვა, აბსოლუტური უმრავლესობა ამას დაგიდასტურებთ. მცხეთის ქუჩაზე ულიფტო ბინაა მე-5 სართულზე 100 კვ-მ საცხოვრებელი ფართი. არ ვაპირებ ჩემი სახლი დავუთმო ქეის და მითუმეტეს, ამ ხელისუფლებას. ჯერ სასამართლო პროცესიც კი არ ყოფილა, თუმცა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღო ყოველგვარი საქმის განხილვის გარეშე. არ მეგონა თუ ეს ხალხი ქეისთან გარიგებაზე წავიდოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე ჯოზეფ ქეის სარჩელის საფუძველზე მისი სახლის დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. იგი სასამართლოშო სიტყვის თავისუფლების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად საპასუხო სარჩელს შეიტანს, სადაც ცილისწამების შესახებ უსაფუძვლობაზეა საუბარი.
„სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დაყადაღებულია ჩემი პირადი სახლი იმ აზრის გამოხატვისთვის, რაც მე ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით ვთქვი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღემდე სასამართლო პრაქტიკა მსგავს გადაწყვეტილაბას არ იცნობს და პირველი შემთხვევაა, როცა სარჩელის უზრუნველსაყოფად კერძო საკუთრების - ამ შემთხვევაში ჩემი სახლის დაყადაღება მოხდა.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის ჯოზეფ ქეი გახდა მართლაც „ოქროს მოწმე“, რომელსაც ის იყენებს სხვადასხვა საქმეებთან მიმართებაში და როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ, რომ ჩემთან მიმართებაშიც გამოიყენონ ჯოზეფ ქეი, როგორც სარჩელის მხარე. რაც შეეხება ჩემს პოზიცია, მე გამოვხატე სუბიექტური აზრი და მას თაღლითი ვუწოდე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მე ამის სრული უფლება მაქვს სიტყვის თავისუფლების კანონის შესაბამისად. ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების უმრავლესობის აზრია და სწორედ აქედანაა ეს აზრი ნაკარნახევი. ეს არის ჩემი შეფასებითი განცხადება ქეისთან დაკავშირებით“, - აცხადებს ვაშაძე.
დეპუტატი განმარტავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას და იმედი აქვს, რომ სასამართლო ხელისუფლება ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ისევე, როგორც ის აქამდე იღებდა და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არათუ სასამართლოს ყადაღა არასოდეს დაუდია, არამედ არასდროს დაუკმაყოფილებია მსგავსი საჩივრები.
„რადგან ქეი საჯარო ფიგურაა და მე მაქვს უფლება მასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვხატო. ასევე შევიტანთ საპასუხო სარჩელს სიტყვის თავისუფლების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად, სადაც ცილისწამების შესახებ უსაფუძვლობაზეა საუბარი, რადგან ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო სარჩელი და ჩვენ ამასთან მიმართებაში გავაგრძელებთ ჩვენს სასამართლო დავას. ჩემი სუბიექტური აზრით ჯოზეფ ქეი თაღლითია და მასთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომლის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მისი მხრიდან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.
„სასამართლოში დაწყებული პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს.
მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, პროცესი დაიწყო და უნდა დაველოდოთ როგორ გაგრძელდება. ამას თავისი წესები აქვს და ამ წესების მიხედვით უნდა იქნეს ყველაფერი გადაწყვეტილი. რაიმე კომენტარი ჩემგან ნამდვილად არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიწყო პროცესი და უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, როგორც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
ვაშაძის ადვოკატი ქეთევან ზანდუკელი ამბობს, რომ მოსარჩელეს მხრიდან სარჩელის ჩაბარებისას არ იყო მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არანაირი მოთხოვნა.
„თუმცა ამის შემდეგ ეტაპზე როდესაც წარვადგინეთ ჩვენი შესაგებელი, დასაბუთებული პოზიცია გავაცანით სასამართლოს და ველოდებოდით საქმის განხილვას, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ქეის წარმომადგენელმა ირაკლი ყანდაშვილმა მოითხოვა ქონების დაყადაღება. ეს სარჩელი თავისი ხასიათით არაა იმ სარჩელების რიცხვში, რომლითაც სასამართლო პრაქტიკა ასე მარტივად იყენებს ხოლმე ყადაღის უზრუნველყოფის ღონისძიებას და ყადაღას ადებს ქონებაზე. სამართლებლივად დაუსაბუთებელია და ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ყადაღა არ უნდა გამოყენებულიყო, აქიდან გამომდინარე გავსაჩივრებთ კანონით დადგენილ ვადაში“, - აღნიშნა for.ge-სთან ქეთევან ზანდუკელმა.
რაც შეეხება ჯოზეფ ქეის პოზიციას, მისი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ ქეის ვაშაძის ქონების მიმართ არავითარი ინტერესი არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ვაშაძე საჯაროდ უარყოფს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, ქეი მზადაა საქმის წარმოება შეწყვიტოს.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, იცნობს ასეთ ცნებას, რასაც ჰქვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სამოქალაქო საპროსეცო კოდექსის 191-ე და 199-ე მუხლებით გათვალისწინებული თავი ამბობს, რომ სარჩელთან ერთად შეიძლება აღიძრას სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, სარჩელის აღძვრამდეც და სარჩელის აღძვრის შემდგომაც შეიძლება მიემართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის აღდგენის მოთხოვნით. ბატონმა ქეიმ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 50 ათასი ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება, ამ მოთხოვინს უზრუნველსაყოფად მოითხოვა გიორგი ვაშაძის ქონებაზე ყადაღის დადება. უნდა მოგახსენოთ, რომ სასამართლომ ყადაღა არ დაადო და გამოიყენა უფრო მსუბუქი ფორმა, როგორიცაა ქონების გასხვისების და ქონების იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. შესაბამისა, განცხადებს, რომ ქონებაზე ყადაღაა დადებული, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ყანდაშვილმა.