ავსტრიაში შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ეუთოს გენერალური მდივნის მოადგილე ადამ კობიერაცკისთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საინფორმაციო-ანალითიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე, ეუთოს როლის გაძლიერებაზე და ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.