პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო უფრო თავისუფალი გახადა, მაშინ, როცა 2010 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინა ნაკლებად თავისუფალ სახელმწიფოდ იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის „ოქროს ბიჭუნები“ დამარცხდნენ არჩევნებში როგორც უკრაინაში ასევე საქართველოში და ყოფილი მაღალჩინოსნებიც პასუხისგებაში მიეცნენ, ის რაც ამ ორ ქვეყანაში მოხდა, ერთმანეთისგან მაინც განსხვდება - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ექსპერტი საქართველოს საკითხებში.
ყოფილი მთავრობის ჩინოვნიკების დაპატიმრებებმა და სასამართლო გარჩევებმა მათ წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც დაპატიმრებულია გახლავთ ვანო მერაბიშვილი - ყოფილი პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოიწვია ძალიან ბევრი ნეგატიური რეაქცია დასავლეთის, მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც. როგორ ფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ა.შ.შ-ის პოლიტიკას ამ დაპატიმრებების მიმართ, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში? შეიძლება თუ არა ამან იქონიოს გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე?
გაითვალისწინეთ ის, რომ კომენტარებს აკეთებენ ძირითადად კოსერვატორი რესპუბლიკელები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არ არიან და რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ აშშ-სა და ევროპაში.
აშშ-ს შეხედულებები ამ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. პირველი, მათ არ მოსწონთ ის, რომ პარტია იმარჯვებს არჩევნებში და შემდეგ აპატიმრებს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს; თუმცა აშშ-ის მთავრობას არ მიაჩნია, რომ სწორედ ეს ხდება ამჟამად საქართველოში.
ამჟამად არიან ზოგიერთი პოლიტიკოსები და სენატორები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ. ძნელია ჩვეულებრივი ამერიკელისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულებრივი უცხოელზე, იმის გაგება, თუ რაოდენ ცოტას ფიქრობენ კონგრესის წევრები ან რაოდენ მცირე ყურადღებას აქცევენ ისინი უცხოეთის პოლიტიკას. მაგრამ თუ დაუკვირდებით იმას, თუ რა განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა ან ამერიკის საელჩომ, ვიხილავთ, რომ მათ გააკეთეს აწონილ-დაწონილი განცხადებები და მიუთითეს „ჩვენ გვსურს სამართლიანი სასამართლო პროცესი“ - ეს არის აშშ-ის პოზიცია და ის სწორედ ასეთი უნდა იყოს.
დაუშვებელია პოლიტიკური ოპონენტების ქაოტურად დაპატიმრება, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ შემთხვევაში არსებობს საქმე და სამართლიანი სასამართლო პროცესი, წარმართეთ საქმე და ჩვენ არ ჩავერევით - ეს არის აშშ-ის მთავრობის პოზიცია. ეს არ იქონიებს გავლენას ორმხრივ ურთიერთობებზე. საქმე ასე რთულად არ არის. საქართველო მოკავშირეა, ის მხარს გვიჭერს ავღანეთში, ის პრო-ამერიკულია და ახალმა მთავრობამაც გააგრძელა ეს მიმართულება. ჩვენ არ ვაპირებთ ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტას ამის გამო. არავისგან ისმის სერიოზული მუქარა ამ კუთხით, და თუ ვინმე სერიოზულად იმუქრება, ეს სარწმუნო არ არის.
ზოგიერთი საუბრობს ე.წ. „უკრაინული სცენარის“ განვითარებაზე, რომელიც განვითარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს დაკავების შემდეგ. ხდება თუ არა იგივე მერაბიშვილის შემთხვევაში?
საქართველო უფრო თავისუფალია ამჟამად, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ. ხოლო ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლიდან რამდენიმე თვეში უკრაინა ნაკლებად თავისუფალ ქვეყანად იქცა და ის, რომ საქართველო უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე, მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ეს საერთო აზრია.
უფრო თავისუფალია ვიდრე უკრაინა თუ უფრო თავისუფალია ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ?
ორივე. საქართველო უფრო თავისუფალია ამჟამად, ვიდრე ის იყო ერთი, ორი თუ სამი წლის წინ, რაც არ მოხდა უკრაინაში ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ.
იანუკოვიჩმა უკრაინა ნაკლებად თავისუფალ ქვეყანად აქცია, რასაც ვერ ვიტყვით ივანიშვილზე. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პარალელები. ორივე მათგანმა დაამარცხა დასავლეთის ფავორიტი ე.წ. დასავლეთის „ოქროს ბიჭუნები“. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაპატიმრებულ იქნა. მაგრამ, დაუკვირდით, იტალიის პრემიერ მინისტრი დააპატიმრეს ახლახანს, ისრაელის პრემიერ- მინისტრიც ახლახანს იქნა დაპატიმრებული. მაღალჩინოსნის დაპატიმრება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ავტორიტარულია და ამ არგუმენტის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. მე მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ყოველივეს არც თუ ისე დიდ ყურადღებას აქცევენ დასავლეთში, ეს ძალიან მარტივია - ო, შეხედეთ, საქართველო და უკრაინა, ორივე შორსაა, ორივე საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, პიროვნებები, რომლებიც მოგვწონდა, ორივე ქვეყანაში დამარცხდნენ, ყველაფერი ერთნაირადაა. მაგრამ მე არ მიმაჩნია, სერიოზული ადამიანები ფიქრობდნენ ასე.
თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე თქვენ განაცხადეთ, რომ აშშ-ი უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებდა თავის შიდა პრობლემებზე პოლიტიკური და ფინანსური მიზეზების გამო. ექნება თუ არა ამას გავლენა მის პოლიტიკაზე კავკასიის მიმართ?
აშშ-ში არსებული საერთო ტენდენციაა ის, რომ ის ალბათ ღრმად არ ჩაერთვება საერთაშორისო საკითხებში, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ჩვენ უნდა ჩავერთოთ თქვენს მიერ მითითებული მიზეზების გამო.
ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე?
არ ვიცი, ივანიშვილს ეს თავად უნდა ჰკითხოთ. არ გამიგია, რომ მათ რამე მცდელობა ჰქონოდათ. არ გამიგია, რომ მათ დროის დანიშვნა სცადეს. ჩემი აზრით, რომ ჩამოსულიყო, ყველა შეხვედრა შედგებოდა. არ ვიცი, იქ რა ხდება. მისთვის ამის შესახებ არ მიკითხავს.
თქვენ განაცხადეთ, რომ აშშ-ის ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელისუფლების ცვლილებას დემოკრატიულ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ნახევრად ავტორიტარმა ლიდერმა აღიარა საკუთარი მარცხი, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიოკოსი ამას მაინც „გადატრიალებად“ აღიქვამს. ამჟამად, რომელ ტენდენციას აქვს უპირატესობა?
დარწმუნებული არ ვარ, ვგულისხმობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის, ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია, უფრო მეტად პირველს ემხრობა. უფრო მეტად, დამოკიდებულება ასეთია: "შეხედეთ, ეს არის დემოკრატია და რომელიც წინ მიიწევს და ყველაფერი კარგადაა.“ რა თქმა უნდა, კვლავ არიან ადამიანები, განსაკუთრებით, სენატისა და კონგრესის წევრები, გარკვული ადამიანები ამერიკის პოლიტიკის მემარჯვენე ფრთაში, რომლებიც ამას გადატრიალებად აღიქვამენ, მაგრამ ადმინისტრაციისთვის ეს ნამდვილად პირველი ვარიანტია. ჩემი აზრით კი, მე ვიტყოდი, რომ არც ერთ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ორივე მოსაზრება მცდარია.
სააკაშვლის მმართველობის მოდელი „ნახევრად ავტორიტარულად“ დაახასიათეთ. როგორ დაახასიათებდით ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუ ჯერ მისი განსჯა ძალიან ადრეა?
ჩემი აზრით, როგორც ჟოუ ენლაიმ განაცხადა საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, ჯერ რამის სათქმელად მეტისმეტად ადრეა. ამჟამად, მე ვფიქრობ, საქართველო ნახევრად დემოკრატიული ქვეყანაა, და გარდამავალი პერიოდი, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ, უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში, წარმოადგენს გადასვლას ნახევრად ავტორიტარულიდან ნახევრად დემოკრატიულში. ეს არ იძლევა არაფრის გარანტიას მომავლისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვხედავთ.
ახლახან, Recently BBC ონლაინმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ღია კარის პოლიტიკა შევიწროვებას იწყებს“. ზოგიერთები, აქაც და საზღვარგარეთაც, ამტკიცებენ, რომ ახალი მთავრობის პოლიტიკამ რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს, როგორც ღია ქვეყნის ცნება, მიწის მფლობელობის წესებში ცვლილებების შეტანის, რამდნიმე ქვეყანასთან, რომლებთანაც საქართველოს ვიზა არ ჰქონდა, სავიზო რეჟიმის დაწესების და ა. შ. გამო. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
ჩემი აზრით, ეს სისულელეა. არ მგონია, რომ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ.საქართველო არ იყო "ღია კარის ქვეყანა“ წინა წლებში, საქართველო იყო ქვეყანა, სადაც, თუ ბიზნესის კეთება მოგინდებოდა, ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლებისთვის თავი უნდა მოგეწონებინა. გაგება იყო იმგვარი, რომ საქართველო ღია იყო; დიახ, შეგეძლო, ვიზა აგეღო და იქ წასულიყავი, მაგრამ ეს არის შიდა ქართული პოლიტიკური ბრძოლა, რასაც ხალხი უცხოურ მედიას აცნობს; არა მგონია, რომ ეს მეტისმეტად სერიოზულად უნდა მივიღოთ.
ბოლო შეკითხვა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გასულ წელს, უზარმაზარი ინტერესი იყო, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს მხრიდან, აქ გამართული საპარლამენტო არჩევნების მიმართ. არის თუ არა იმავე დონის ინტერესის რაიმე ნიშანი, საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, მაგალითად, აშშ-ის მხრიდან?
არა, არ მგონია. პირველ რიგში, არავინ მოელის, რომ ეს არჩევნები ძალიან კონკურენტული იქნება; თუმცა, ყველა ძალიან ცდილობდა, დიდი ყურადღება მიექცია გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამჟამად, ეს არჩევნები ხალხის ასეთი ყურადღების საგანი აღარ იქნება. ახლა ეს შეიძლება შეიცვალოს. ახლა ივლისია და არჩევნები ოქტომბრამდე არ იქნება, მაგრამ ეს წინა არჩევნების მიმართ ინტერესის დონეს არ უთანაბრდება. მასთან ახლოსაც ვერ მოვა.
შეგრძნება ისეთია, თითქოს გარდამავალმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა და ყველას სურს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, მაგრამ შედეგი საეჭვო არ არის. ეს დეტალური შესწავლის დონეს არ მიაღწევს. იმედი მაქვს, აშშ-ი, ეუთო და სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები დააკვირდებიან არჩევნებს, იმედი მაქვს, ისინი უზრუნველყოფენ რესურსებს საქართველოს შიდა ჯგუფებისთვის, არჩევნებზე დასაკვირვებლად და იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
მოქმედმა მთავრობამ ეს არჩევნები რაც შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩაატაროს და გაცილებით უკეთესად, ვიდრე წინა წლის არჩევნები. ქართველ ხალხს სწორედ ეს სურს, ამას იმსახურებს, და ეს დაეხმარება საქართველოს წინსვლაში. ასე რომ, ნამდვილად ვიმედოვნებ, ყველა ვინც ამაში ჩართულია, არ მოახდენს ამ არჩევნების უგულებელყოფას. თუმცა, ამჟამად, არ მოხდება მისი ისე ყურადღებით შესწავლა, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
http://dfwatch.net/ukraine-and-georgia-went-different-ways-82119