საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტში მოუსმინეს სახალხო დამცველის ყველა იმ კანდიდატს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოცხადდა.
მათიკაშვილის განმარტებით, როდესაც არის რესურსი იმისა, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდეს და ოპოზიცია და უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმდეს, ამ დროს გიორგი ვაშაძე თავის ანტისახელმწიფოებრივ სტილში ცდილობს ზიანი მიაყენოს ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზაზე.
„აღნიშნული ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ნეგატიურ და დისკრედიტირებულ ძალას წარმოადგენს თავად ვაშაძე და მისი პარტია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ვედრო მანეთად“ კანდიდატები გვყავს, - ამ სიტყვებით მოიხსენია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატები.