შალვა პაპუაშვილი: ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ სჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე

შალვა პაპუაშვილი: ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ სჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე

ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ სჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპაშვილს ჰკითხეს, რატომ არის დანაშაული ის, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს არ აღიარებს, არ მიდის პარლამენტში, რომლის საგამოძიებო კომისიაზე არიან დაბარებულები და რას ემსახურება მათი ხელმეორედ დაბარება კომისიაზე.

„იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის არჩევანს არ აღიარებს, ახალი არაფერია. არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, რომელიც აღიარეს. 2012-ში რამდენიმე დღე დასჭირდათ და ამერიკელ სენატორთან სააკაშვილის დახურულ კარს მიღმა საუბარი რომ ეღიარებინათ არჩევნები, 2016 წელს რამდენიმე კვირა, 2020-ში ერთი წელი, 2024-შიც იგივე კინოს დადგმას შეეცადა ოპოზიცია. ამაში გადამწყვეტი იყო ის, რომ უცხოეთიდან აგულიანებდნენ.

11 ნოემბერს იყვნენ აქ ჩამოსულები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები და გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიდა და ნახა რა თავისუფალი რუსთაველი მოუწოდებდა ხალხს, გამოდით გარეთ, გაიმეორეთ მაიდანი, მოუწოდებდა ძალადობრივი სცენარის გამეორებისკენ. ეს არის სწორედ წაქეზება. როდესაც დადიხარ უცხოს ჭკუაზე და არა შენის, ასეთი შედეგი დგება. ისინი ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ სჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.