რომან შამათავა, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და ა.შ. აი ეს კრიმინალები არიან დღევანდელი ოპოზიციის გმირები, დაჯილდოებული სააკაშვილის მიერ არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი. ჩემთვის უმძიმესი მოსასმენი იყო რომა შამათავას მიერ დახვრეტილი და ზღვაში გადაგდებული პაატა ქარდავას შვილის მოსმენა, რა აქვს გადატანილი ხალხს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ან როგორ გაუძლეს ამხელა უბედურებას, თუმცა ბევრმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
„რომან შამათავა, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და ა.შ. აი ეს კრიმინალები არიან დღევანდელი ოპოზიციის გმირები, დაჯილდოებული სააკაშვილის მიერ არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.
ჩემთვის უმძიმესი მოსასმენი იყო რომან შამათავას მიერ დახვრეტილი და ზღვაში გადაგდებული პაატა ქარდავას შვილის მოსმენა, რა აქვს გადატანილი ხალხს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ან როგორ გაუძლეს ამხელა უბედურებას, თუმცა ბევრმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს ისე, რომ მისი სახელიც აღარავის ახსოვდეს და ის მცდელობა რასაც დღეს ცდილობს ოპოზიცია გაათეთროს „ნაციონალური მოძრაობა“ და მოიყვანოს ხელისუფლებაში, ოცნების დონეზე უნდა დარჩეს მათთვის. გამორიცხულია ქართველმა ხალხმა ეს დაუშვას“, - წერს ფოჩხუა.