როგორც მინიმუმ ერთ-ერთი იმ ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელიც გარედან დავალებებს იძლევა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარედან დავალებებს იძლევიან. როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი გუშინ ამ ფოტოთი გახდა ცნობილი. ამ ადამიანის განწყობები აქამდე ძალიან კარგად ვიცოდით, პირადი მოტივაციებიც ვიცით, შესაბამისად, მტკიცებულება იყო და ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, ქართულ გამოცემას მოაწოდა ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.