სკოტ ჰორტონი: რის მოლოდინი ჰქონდათ უკრაინის ომში საქართველოსგან, ამასთან დაკავშირებით ბევრი არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, თავის შორს დაჭერა

სკოტ ჰორტონი: რის მოლოდინი ჰქონდათ უკრაინის ომში საქართველოსგან, ამასთან დაკავშირებით ბევრი არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, თავის შორს დაჭერა

ვიცი, რომ გთხოვდნენ სანქციების დაწესებას, მაგრამ თუ თქვენ გთოვდნენ აფხაზეთზე იერიშს, რუსებთან ომს მეორე ფრონტის გახსნით, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა თავის შორს დაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკელმა მწერალმა, ჟურნალისტმა, მკვლევარმა სკოტ ჰორტონმა აშშ-დან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მან უპასუხა შეკითხვას, რატომ შეიძლებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესებში ყოფილიყო, რომ საქართველოს დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ, შემდგომ კი გადასულიყო პარტიზანულ მოქმედებებზე.

სკოტ ჰორტონის თქმით, არავინ იცის, ვინ იყო ბაიდენის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიმღები.

„არ ვიცი და მართალი გითხრათ, არავინ იცის, ვინ იყო ბაიდენის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიმღები. ის მოხუცი კაცია და მისი ცნობიერება უკვე შეზღუდულია, მისი სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მართავდნენ ვითარებას, როგორც ჩანს, ეს ნამდვილად არ იყო თავდაცვის მდივანი. არავინ უწყის, ვინ იძლეოდა მითითებებს.

თქვენი შეკითხვა, თუ რისი მოლოდინი ჰქონდათ უკრაინის ომში საქართველოსგან, ამასთან დაკავშირებით ბევრი არ ვიცი. ვიცი, რომ გთხოვდნენ სანქციების დაწესებას, მაგრამ თუ თქვენ გთხოვდნენ აფხაზეთზე იერიშს, რუსებთან ომს მეორე ფრონტის გახსნით, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, თავის შორს დაჭერა“, - განაცხადა ამერიკელმა მკვლევარმა.