„ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. თანამშრომელთა დათხოვნა, უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კომპანიის ისტორიაში, ეს სამუშაო ადგილების ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება, რომელიც თანამშრომლების დაახლოებით სამ პროცენტს შეეხება.
კერძოდ, სამუშაო ადგილები შემცირდება ხმოვანი კონტროლის მოწყობილობების, მწარმოებელ განყოფილებაში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და საცალო გაყიდვის განყოფილებებში. შემცირების მიზეზად, კომპანია გაურკვეველ მაკროეკონომიკურ გარემოს ასახელებს.