ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

უკრაინაში რუსული აგრესია მისი მოგერიება და შეკავება, დიდი ოცეულის სამიტზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მსოფლიოს ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შეიკრიბნენ.

უმაღლესი დონის შეხვედრის პირველივე სამუშაო დღეს, ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს, რომელიც უკრიანის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო, სადაზვერვო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ასევე საწვავისა და სამედიცინო მასალების მიწოდებას მოხმარდება.

რუსეთის შეკავების აუცილებლობაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.