პაველ ჰერჩინსკი: 12 რეკომენდაციის განხორცელება უნდა მოხდეს ინკლიუზიურად - ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას - მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან

პაველ ჰერჩინსკი: 12 რეკომენდაციის განხორცელება უნდა მოხდეს ინკლიუზიურად - ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას - მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან

ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქართველებმა ერთად იმუშავონ და პროცესი იყოს ინკლუზიური. ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშავონ და ოპიზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფიან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორცელება უნდა მოხდეს ინკლიუზიურად - ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას. ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.