პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს

პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს

დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკავშირის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი - ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი: პირველი - 12 რეკომენდაციასთან და მისი განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია. შეხვედრები გაიმართება მთავრობის მეთაურთან, დაგეგმილია ერთობლივი განცხადების გაკეთებაც. ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საკანონმდებლო ორგანოშიც. აუდიენცია დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მთავარი თემა ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებაა.