გია ცაგარეიშვილი: ცხელი შემოდგომის შემდეგ წესით, მათ გონებაში, ცივმა ზამთარმა უნდა დაისადგუროს და ცივი გონებით განსაჯონ, რა მდგომარეობაში იყენებენ თავს და აყენებენ ქვეყანას

გია ცაგარეიშვილი: ცხელი შემოდგომის შემდეგ წესით, მათ გონებაში, ცივმა ზამთარმა უნდა დაისადგუროს და ცივი გონებით განსაჯონ, რა მდგომარეობაში იყენებენ თავს და აყენებენ ქვეყანას

ცხელი შემოდგომის შემდეგ წესით, მათ გონებაში, ცივმა ზამთარმა უნდა დაისადგუროს და ცივი გონებით განსაჯონ, რა მდგომარეობაში იყენებენ თავს და აყენებენ ქვეყანას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ როგორმე ქვეყანას ევროპისკენ სავალ გზაზე ფეხი დაუცდეს. ამისთვის იღწვიან დღემუდამ და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს, ფიქრობენ, რომ ყველაფერი გადააბრალონ ახლანდელ ხელისუფლებას და თვითონ, თითი-თითზე არ მიადონ. ცხელი შემოდგომის შემდეგ წესით, მათ გონებაში, ცივმა ზამთარმა უნდა დაისადგუროს და ცივი გონებით განსაჯონ, თვითონ რა მდგომარეობაში იყენებენ თავს და ქვეყანას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს, ქუჩის აქციებისთვის ემზადება. პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებენ, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. კერძოდ, მათი მტკიცებით, ქვეყანა მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროპული დავალების შესრულების პროცესშია.