ისტაკლალზე მომხდარი შემდეგ, თურქეთში მედიისა და სოციალური ქსელების მუშაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებს მაუწყებლობა დროებით საერთოდ აეკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შეიზღუდა წვდომა Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-სა და Twitter-ზე.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი.