მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციებზე:  „ესიზმრება და ელანდებას“ ამბავია

მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციებზე: „ესიზმრება და ელანდებას“ ამბავია

„ესიზმრება და ელანდებას“ ამბავია - ამ პოლიტიკურ ჯგუფებს თუ პოლიტიკოსებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოში შექმნან ვითარება, როცა შეიძლება რომელიმე რეკომენდაციის შესრულება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, ამისთვის იღვწიან, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, როცა აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ იღებს.

სარჯველაძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას საკუთარ მარცხად აღიქვამენ და ცდილობენ, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი დააზიანონ.

„ცდილობენ, რომ რეპუტაციულად მაინც დააზიანონ პროცესი, რომელიც წარიმართა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. პირველივე დღიდან მათი დამოკიდებულება დესტრუქციული იყო. ისინი დღენიადაგ ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს და მიზანი რატომაც სურთ ამის გაკეთება, მიუხედავად მათ მიერ დეკლარირებული სურვილისა, ეს არის ის, რომ მათთვის ვიწროპარტიულად, პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გაგრძელდება ის სტაბილური განვითარება ევროპის მიმართულებით, რაც ამ დრომდე იყო, ისინი საკუთარ მარცხად მიიჩნევენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების ზედმიწევნით, საუკეთესოდ შესრულება. ისინი აღიქვამენ ამას, როგორც პარტიულ წარუმატებლობას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.