თეა წულუკიანი: როდესაც ოპოზიციაში წარმოიდგინეს, რომ ნამდვილი ოლიგარქი კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა დეოლიგარქიზაციის კანონი, პოზიცია შეიცვალეს

თეა წულუკიანი: როდესაც ოპოზიციაში წარმოიდგინეს, რომ ნამდვილი ოლიგარქი კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა დეოლიგარქიზაციის კანონი, პოზიცია შეიცვალეს

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში, ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა. შემდეგ ამავე ოპოზიციონერებმა გაიაზრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც სურდათ მათ ამ რეკომენდაციის ჩაწერა, ვერ იქნებოდა ეს კანონი მიმართული. როდესაც წარმოიდგინეს, რომ ნამდვილი ოლიგარქი კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა მოცემული კანონი, პოზიცია შეიცვალეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

„რა საკვირველია პარლამენტი თავის პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს და საპარლამენტო უმრავლესობაც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ სჯობს საერთო საქმისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.