ნამდვილად საცოდავი სანახაობა არის და გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანები ასე დეგრადირდნენ და ერთი გროშისთვის თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს, - კლანური დაპირისპირება და პოლიტიკური კრიზისი „ნაცმოძრაობაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა შეაფასა.
„ჯგუფს, რომელიც აქ კეზერაშვილის ინტერესებს ატარებს, მიღებული აქვს დაკვეთა, რომ მელია უნდა მოშორდეს თანამდებობას, მისი გუნდიც უნდა მოშორდეს თანამდებობას“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.