სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 53 ადამიანი. ამის შესახებ BBC თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები მუშაობენ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.