„ქართულმა ოცნებამ“ თქვა: „სამკაციანი გაერთიანება არ გაგვიგიაო“ - თუ სამკაციანი გაერთიანებაა, ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს 30 განცხადებას რატომ აკეთებენ?! რატომ შფოთავენ?- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, სამი პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ რეგიონში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს.
„გეგმა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, ყველა დავარწმუნოთ, რომ გამოსავალია დიდი პროევროპული ერთიანობა მოქალაქეების და პოლიტიკური სპექტრის.
„ქართულმა ოცნებამ“ თქვა: „სამკაციანი გაერთიანება არ გაგვიგიაო“ და კი ბატონო, ნუ ინერვიულებს „ქართული ოცნება“, ნუ შეეშინდება, თუ ეს სამკაციანი გაერთიანებაა. ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს 30 განცხადებას რატომ აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ გაერთიანებაზე ?! დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ. თუ არაფერი აქვთ შესაშფოთებელი, რატომ შფოთავენ?“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.