პაატა მანჯგალაძე: ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დააკავეს, რომ მედიასთან დაკავშირებით ევროპას მეტი შენიშვნა ჰქონოდა

პაატა მანჯგალაძე: ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დააკავეს, რომ მედიასთან დაკავშირებით ევროპას მეტი შენიშვნა ჰქონოდა

ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დააკავეს, რომ მედიასთან დაკავშირებით ევროპას მეტი შენიშვნა ჰქონოდა _ ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ "tv პირველის" ეთერში ისაუბრა. 

"12 -პუნქტიან რეკომენდაციას, არა თუ ასრულებს "ქართული ოცნება" , არამედ მიზანმიმართულად აგდებს. ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დააკავეს, იმიტომ რომ მედიასთან დაკავშირებით ევროპას მეტი ჰქონოდა შენიშვნა საქართველოსთან, იმიტომ რომ ნიკას მიმართ წაყენებული ბრალდება არის აბსურდი. მე მივმართე პლენარულ სხდომაზე კობახიძეს, თალაკვაძეს, გამოდით და აუხსენით ხალხს რისთვის ზის ნიკა გვარამია. პროცესს ვესწრებოდი, პროკურორმა არ იცის რისთვის ზის ნიკა გვარამია, ამას ვერავინ ვერ ახსნის"_ განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.