საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეისა და გიორგი ვაშაძის საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ.
მისი თქმით, მასკარადში, რომელსაც ისენი აწყობენ, როლები განაწილებულია.
„ხოშტარიას შეიძლება სხვა როლი ჰქონდეს, ჯაფარიძეს - სხვა და ვაშაძეს - სხვა, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ. ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაკავებული, მაგალითად ხოშტარია. ჯაფარიძეს სხვა ინტერესები აქვს, ვაშაძეს სხვა, მაგრამ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.