თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: მათ სჭირთ უბედურება და მე მგონია, რომ ამ უბედურების კომენტატორობა არის უკვე უადგილო

თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: მათ სჭირთ უბედურება და მე მგონია, რომ ამ უბედურების კომენტატორობა არის უკვე უადგილო

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია, ყველასათვის აშკარაა, რომ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ ვერ ჩაანაცვლებს.

„მათ სჭირთ უბედურება და მე მგონია, რომ ამ უბედურების კომენტატორობა არის უკვე უადგილო. ჩვენ, მთელი საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლება და მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ყველანი ვრჩებით მოლოდინში, რომ ქვეყანაში გაჩნდებიან ახალგაზრდები, მომავალი თაობა, რომელიც შექმნის ახალ-ახალ პარტიებს და ჩაანაცვლებს ამ ხელისუფლებას. ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს უკვე აშკარაა რამდენიმე ხანია“, - აცხადებს წულუკიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.