ალუდა ღუდუშაური რუსთავის საკრებულოზე: „ნაცმოძრაობა“, გიორგი გახარია და სხვები გაერთიანდნენ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

ალუდა ღუდუშაური რუსთავის საკრებულოზე: „ნაცმოძრაობა“, გიორგი გახარია და სხვები გაერთიანდნენ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“, გიორგი გახარია და სხვები გაერთიანდნენ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასე გამოეხმაურა ის რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს.

„შედეგად, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი. ამ ამორალური ქმედების შედეგად ზიანდება არა ჩვენი პარტია ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები, ამ შემთხვევაშ რუსთავქალაქელები“, - აცხადებს დეპუტატი.

რუსთავის საკრებულოს აპარტის თანამშრომელი, გვანცა ბირთველიშვილი საკრებულის თავმჯდომარეს და პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნოდარ შეროზიას თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.