ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ჩაინგრა

ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ჩაინგრა

დღეს, 11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ჩაინგრა.

ანტონოვსკის ხიდი ერთადერთი გადასასვლელია მდინარე დნეპრზე და ქალაქ ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს.

სწორედ მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ რუსული ჯარები, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა ოლქის დატოვების ბრძანება გასცა.

რუსეთი ამ ხიდს ხერსონში დისლოცირებული სამხედროებისთვის მარაგის მიწოდებისთვის იყენებდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ანტონოვსკის  და იქვე მდებარე სარკინიგზო ხიდიც, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს.

"ზარალის ბუნებიდან გამომდინარე, რუსებმა ააფეთქეს. არტილერია ამას ვერ შეძლებდა", - ამბობს ხერსონელი ჟურნალისტი.