გიორგი ბარამიძე: ცვლილებების მომხრე არის ყველა, მათ შორის ნიკა მელიაც - პარტიას სჭირდება საზოგადოების მხრიდან მანდატის განახლება

გიორგი ბარამიძე: ცვლილებების მომხრე არის ყველა, მათ შორის ნიკა მელიაც - პარტიას სჭირდება საზოგადოების მხრიდან მანდატის განახლება

„ნაცმოძრაობას“ სჭირდება საზოგადოების მხრიდან მანდატის განახლება, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

„ცვლილებების მომხრე არის ყველა, მათ შორის ნიკა მელიაც და სხვა თავმჯდომარეებიც. ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“ სჭირდება საზოგადოების მხრიდან მანდატის განახლება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უკვე წარმოდგენილი კანდიდატი არის ძალიან ღირსეული. არ არის მნიშვნელობა, ვინ მეტად არის ცნობილი და ვინ ნაკლებად. ​მიველსამები, თუ დასახელდება სხვა კანდიდატურებიც“, - აცხადებს ბარამიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

amo მანამდე არ აგიდგათ გვერდები.
2 წლის უკან