გივი მიქანაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე: თუ ოპოზიციას რაიმე შენიშვნები აქვს, შეუძლია საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე წარადგინოს საკუთარი ხედვა

გივი მიქანაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე: თუ ოპოზიციას რაიმე შენიშვნები აქვს, შეუძლია საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე წარადგინოს საკუთარი ხედვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დეოლგიარქიზაციის საკითხზე არის სრულიად აბსურდული.

„ეს კანონი თავდაპირველად ოპოზიციამ მოიწონა. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონის შემუშავებაში უკრაინაში მონაწილეობდნენ ევროპელი ექსპერტები და ახლა ის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. მეორე მოსმენის დროს, თუ ოპოზიციას რაიმე შენიშვნები აქვს, შეუძლიათ საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე წარადგინონ საკუთარი ხედვა“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს მხარს არ უჭერს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტის ვარიანტი უკრაინული მოდელის ანალოგია და მას ბრიუსელის დადებითი შეფასება აქვს.