ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, თუ ვინ მართავდა უკრაინაშიც, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესს

ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, თუ ვინ მართავდა უკრაინაშიც, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესს

არ გამიკვირდება, თუ უკვე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კონკრეტული მტკიცებულებებიც დაიდოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, თუ ვინ მართავდა უკრაინაშიც, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესს. ალბათ, პროკურატურა ახლა იმისთვის, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს, სპეციალურ საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებს და არ გამიკვირდება, თუ ამაზე უკვე კონკრეტული მტკიცებულებებიც დაიდოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრი და ბიზნეს პარტნიორის იოსებ მგელაძის სახელი და გვარი, ე.წ ქოლცენტრების საქმეში ფიგურირებს. ამ შესახებ პირველად საქმის პროკურორმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. პროკურორის ინფორმაციით, მგელაძის ოფისის გარდა, ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, საიდანაც გამომძიებლებმა სავარაუდოდ, ქოლცენტრებთან დაკავშირებული მტკიცებულებები ამოიღეს. „ქრონიკა“ იოსებ მგელაძეს დღეს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ბიზნესმენმა ინტერვიუზე უარი თქვა. მედიას არ ესაუბრება არც მისი ინტერესების დამცველი.