ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი პოლიტიკურ ზნეს არ იცვლის - მიჩვეულები იყვნენ, რომ კანონპროექტები იწერებოდა კონკრეტული პირებისთვის თუ მიზნებისთვის, რეკეტისთვის, ზეწოლისთვის, ეს ადამიანები იმავეს გვთხოვენ ახლაც

ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი პოლიტიკურ ზნეს არ იცვლის - მიჩვეულები იყვნენ, რომ კანონპროექტები იწერებოდა კონკრეტული პირებისთვის თუ მიზნებისთვის, რეკეტისთვის, ზეწოლისთვის, ეს ადამიანები იმავეს გვთხოვენ ახლაც

ეს ხალხი პოლიტიკურ ზნეს არ იცვლის. როგორც ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ კანონპროექტებს არგებდნენ სახელებს და გვარებს და კანონპროექტები იწერებოდა კონკრეტული პირებისთვის, კონკრეტული მიზნებისთვის, რეკეტისთვის, დაშინებისთვის, ზეწოლისთვის, ეს ადამიანები იმავეს გვთხოვენ ახლაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე სუბრისას განაცხადა.

„ის, თუ ვინ იქნებიან ოლიგარქები, თვითონვე აქვთ გაჟღერებული ამ პირებს. მაგალითისთვის, კეზერაშვილი თვითონვე ამბობს, რომ პოლიტიკაშია ჩართული. მართალია ევროპარლამენტმა აბსოლუტურად გაუაზრებელი და უგუნური რეზოლუცია მიიღო, მაგრამ, ეს რეზოლუცია ჩვენ დაგვეხმარება, იმაშიც, რომ კეზერაშვილი, რომელიც მოხსენებულია მედიამფლობელად, მასთან მიმართებაში ეს რეზოლუცია იყოს გამოყენებული. კანონით გაწერილია 4 ძირითადი კრიტერიუმი - პოლიტიკაში ჩართულობა, დომინანტი როლი ბაზარზე, კონკრეტული ოდენობის თანხა და ასევე ის კომპონენტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს არ იყოს სავალდებულო. ანუ, ნებისმიერ 3 კომპონენტი არის საკმარისი იმისთვის, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.