იაგო ხვიჩია: თუ ერთმანეთს ოლიგარქები ვეძახეთ და სისხლის სამართლის კოდექსებით გამოვეკიდეთ, ეს არც დეპოლარიზაციას უშველის რამეს და არც ქვეყნის მომავლისთვის არის სახარბიელო

იაგო ხვიჩია: თუ ერთმანეთს ოლიგარქები ვეძახეთ და სისხლის სამართლის კოდექსებით გამოვეკიდეთ, ეს არც დეპოლარიზაციას უშველის რამეს და არც ქვეყნის მომავლისთვის არის სახარბიელო

ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მგონია, რომ საერთოდ არავის არ უნდა შეეხოს, არც ბიძინა ივანიშვილს და არც სხვას, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მოწოდება დეპოლარიზაციაა და ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც დაძაბულობას შეამცირებს.

„ჩვენ დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ჩვენი ძირითადი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეს პრინციპი, როგორ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას. თუ ერთმანეთს ოლიგარქები ვეძახეთ და სისხლის სამართლის კოდექსებით გამოვეკიდეთ, ეს არც დეპოლარიზაციას უშველის რამეს და არც ქვეყნის მომავლისთვის არის მაინც და მაინც სახარბიელო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.