რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეზე: ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეზე: ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით. -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ამავე პარტიის წევრის, გიორგი ჩალაძის დღევანდელ განცხადებას, რომ ის აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს და კენჭი იყაროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე.

"ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ.

კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა.

პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით." - წერს რომან გოცირიძე.